Monday, 11 November 2013

                              
            დღეისათვის ახალციხეში მრავალი პრობლემა დგას, ეკოლოგიური, განათლების ხარისხი, ხალხის თავშეყრის ადგილების არ არსებობა და სხვა. ძნელია ამ პრობლემიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევა,ამიტომ შევეცდებით გამოვარჩიოთ რამოდენიმე შედარებით აკტუალური პრობლემა.

        დღეისათვის ყველაზე აქტუალურია ეკოლოგიური პრობლემები,არამარტო ახალციხეში არამედ მთელს მსოფლიოში. ყოველდღიურად ვხვდებით ბუნების დაბინძურების ფაქტებს და ხშირ შემთხვევაში ჩვენვე ვართ ამის თანამომნაწილე.ხშირ შემთხვევაში ჩვენდაუნებურად ვყრით ნაგავს,მაგალითად მზესუმზირის ნაფცქვენებს,პოლიეთილენის პარკს, პლასტმასის ბოთლებს და ა.შ




                                                                                               ყოველივე ამას დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი გარემოსათვის. ამ პრობლემების აღმოფხვრას უკვე ცდილობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მაგალითად ''Eco club''.ამ ორგანიზაციამ ჩაატარა რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის ყველაზე მაშტაბური იყო რეციკლირების ყუთების დადგმა სკოლებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებში.ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ხალხის განათლების დონის ამაღლებით ეკოლოგიასთან მიმართებაში.ეს შეიძლება  მოხდეს საინფორმაციო დაფების გაჩენით ქალაქში,ასევე ''ტრენინგ'' სემინარებისა და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით.

             
       
                              ეკოლოგიური პრობლემების გარდა ასევე აქტუალურია განათლების დაბალი დონე. ვინაიდან ახალციხე არის ტურისტული მნიშვნელობის მქონე ქალაქი, განათლების დაბალი დონე ცუდად აისახება ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს გამოიწვია სკოლებში დისციპლინის არქონამ.მაგალითად ახალციხის ზოგიერთ სკოლაში გაკვეთილების მსვლელობის პროცესში ხშირია შემთხვევები როდესაც მასწავლებლები ვერ იმორჩილებენ ბავშვებს და გაკვეთილი იშლება. რის შედეგადაც არამარტო დაუმორჩილებელი ბავშვები, არამედ მთელი კლასი ზარალდება. ასეთი შემთხვევები ზოგიერთ სკოლებში ძალიან ხშირია. განათლების დაბალ დონეს ასევე იწვევს მოსწავლეების უინტერესობას სხვადასხვა აქტივობებზე. ახალციხეში იშვიათია როდესაც ცხადდება კონკურსი რაიმე თემაზე. იმ იშვიათ შემთხვევებში თუ გამოცხადდა კონკურსი,გამარჯვებულს გადასცემენ ხოლმე იაფფასიან პრიზებს, ესეც ერთ-ერთი პირობაა ბავშვის უინტერესობის.
   ჩემი აზრით განათლების დონის ამაღლება შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით.მაგალითად მოხერხდეს დიდი მაშტაბის მქონე კონკურსების ჩატარება და ფასიანი პრიზების გადაცემა.ასევე შესაძლებელია სკოლებში კარგი მოსწავლეებისათვის პრიზების გადაცემა.ეს ყოველივე იწვევს ბავშვში მოტივაციის ამაღლებას.  ამის შედეგად ბავშვი დაინტერესდება სწავლით და ეცდება ისწავლოს უფრო უკეთესად რათა მანაც მიიღოს დაწესებული პრიზები....
 ჩვენს მიერ განხილული პრობლემების გარდა დღესდღეობით უამრავი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი , მაგრამ იმედია თანადგომით შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას. :) :)
     გმადლობთ იმისათვის, რომ ორიოდე წუთი დაუთმეთ ახალციხეში არსებულ პრობლემებს. :)

Wednesday, 6 November 2013


                           
    ახალციხე გააჩნია ტურისტული დანიშნულება , რომლის განვითარება დღითიდღე იზრდება ... მოგეხსენებათ, რომ სამცხე–ჯავახეთის მხარე შედგება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისაგან რომელშშიც შედის ახალციხის მუნიციპალიტეტი, რომელისც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, მისი ადმინისტრაციული ცენტრია ახალციხე , ანუ ახალციხის გარშემო უამრავი ღირშესანიშნავ ადგილია ასევე როგორც წინა სტატიებში ავღნიშნეთ ახალციხე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია, რადგან აქ იყრიან თავს სომხები , თურქები და სხვა ხალხები რაც დამერწმუნებით რომ ტურიზმის განვითარებისათვის ერთ–ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია . მეორე მხრივ ახალციხეში უამრავი სასტუმრო , საოჯახო სასტუმრო და გასართობი დაწესებულებებია..  ტურისტს შეუძლია 1 დღეში დაათვალიეროს რაბათის ულამაზესი კომპლექსი მოინახულოს ახალციხის ტბა , ასევე ეკლესიები და ულამაზესი პარკები..
   ასევე ახალციხე გამოირჩევა იმითც რომ სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის ადამიანები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და გაგონილი გექნებათ ასეთი რამ "რაბათი ტოლერანტობის სიმბოლო" რაციმას ნიშნავს რომ აქ არამხოლოდ ქართველები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ არამედ სხვა რჯულისა და ეროვნების ადამიანებიც...


              
               ახალციხეში პირველი დასახლება ეგ. ამირანის გორაზე გვხვდება ,სადაც ასევე ლომსიის სალოცავის ნარჩენებიცაა შემორჩენილი.ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა დატაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.1829 წელს როდესაც ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს,ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული  დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.
მე–19 საუკუნის 30–იან წლებში ახალციხის მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო , თურქებმა გაანადგურეს და ააოხრეს ყველაფერი, რაც რუსებმა დაინდეს. სახლებმა, რომლებიც შემორჩენილი იყო ციხე-სიმაგრის გარშემო, დიდი დაბრკოლება შეუქმნეს რუსებს, ვინაიდან იქ დაბანაკებული თურქები ცეცხლს უხსნიდნენ ალყაშემორტყმულებს. მათი გაქცევის შემდეგ, რუსები იძულებულნი გახდნენ გაეწმინდათ ეს ადგილი. მათ აიღეს ციხესიმაგრის გარშემო არსებული ყველა სახლი და ნანგრევი.
              ამასთანავე ახალციხე იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. ... თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იყო მონათა ბაზარი.
              ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე , სასახლე, მეჩეთი, სინაგოგა . ახალციხეშია ჯაყელების ციხესიმაგრე , წმ. მარინეს ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი.

წყარო: http://ka.wikipedia.org  ;  wikimedia.org

        
                       ახალციხე მდებარეობს სამხრეთ საქართველოში და შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის რეგიონის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები, ხოლო მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება გოდერძის უღელტეხილით. ამდენად ახალციხის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდია ..
         ახალციხის რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. რელიეფი რთულია: გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომელთა სიმაღლეც 950 მ-იდან 2964 მ-ს შორის მერყეობს . ახალციხის რაიონის ჩრდ. ნაწილში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ეროზიული მთა – ხეობათა რელიეფია. საშუალოდ მთიანი სუსტად დანაწევრებული რელიეფია სამხრეთ და ერუშეთის სამხრეთ ნაწილში.
                    ახალციხის რაიონის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშ. ტემპ-რა 3,8 c, ხოლო აგვისტოსი 20,5 c.  მზის ნათების ხანგრძლივობა, ზომიერი ტენიანობა, მთის და ბარის შეზავებული სუფთა ჰაერი აქაურ ჰავას საკურორტო თვისებებს ანიჭებს.

წყარო: http://ka.wikipedia.org ; http://akhaltsikheblog.blogspot.com/