Monday, 11 November 2013

                              
            დღეისათვის ახალციხეში მრავალი პრობლემა დგას, ეკოლოგიური, განათლების ხარისხი, ხალხის თავშეყრის ადგილების არ არსებობა და სხვა. ძნელია ამ პრობლემიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევა,ამიტომ შევეცდებით გამოვარჩიოთ რამოდენიმე შედარებით აკტუალური პრობლემა.


        დღეისათვის ყველაზე აქტუალურია ეკოლოგიური პრობლემები,არამარტო ახალციხეში არამედ მთელს მსოფლიოში. ყოველდღიურად ვხვდებით ბუნების დაბინძურების ფაქტებს და ხშირ შემთხვევაში ჩვენვე ვართ ამის თანამომნაწილე.ხშირ შემთხვევაში ჩვენდაუნებურად ვყრით ნაგავს,მაგალითად მზესუმზირის ნაფცქვენებს,პოლიეთილენის პარკს, პლასტმასის ბოთლებს და ა.შ




                                                                                               ყოველივე ამას დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი გარემოსათვის. ამ პრობლემების აღმოფხვრას უკვე ცდილობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მაგალითად ''Eco club''.ამ ორგანიზაციამ ჩაატარა რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის ყველაზე მაშტაბური იყო რეციკლირების ყუთების დადგმა სკოლებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებში.ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ხალხის განათლების დონის ამაღლებით ეკოლოგიასთან მიმართებაში.ეს შეიძლება  მოხდეს საინფორმაციო დაფების გაჩენით ქალაქში,ასევე ''ტრენინგ'' სემინარებისა და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით.

             
       
                              ეკოლოგიური პრობლემების გარდა ასევე აქტუალურია განათლების დაბალი დონე. ვინაიდან ახალციხე არის ტურისტული მნიშვნელობის მქონე ქალაქი, განათლების დაბალი დონე ცუდად აისახება ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს გამოიწვია სკოლებში დისციპლინის არქონამ.მაგალითად ახალციხის ზოგიერთ სკოლაში გაკვეთილების მსვლელობის პროცესში ხშირია შემთხვევები როდესაც მასწავლებლები ვერ იმორჩილებენ ბავშვებს და გაკვეთილი იშლება. რის შედეგადაც არამარტო დაუმორჩილებელი ბავშვები, არამედ მთელი კლასი ზარალდება. ასეთი შემთხვევები ზოგიერთ სკოლებში ძალიან ხშირია. განათლების დაბალ დონეს ასევე იწვევს მოსწავლეების უინტერესობას სხვადასხვა აქტივობებზე. ახალციხეში იშვიათია როდესაც ცხადდება კონკურსი რაიმე თემაზე. იმ იშვიათ შემთხვევებში თუ გამოცხადდა კონკურსი,გამარჯვებულს გადასცემენ ხოლმე იაფფასიან პრიზებს, ესეც ერთ-ერთი პირობაა ბავშვის უინტერესობის.
   ჩემი აზრით განათლების დონის ამაღლება შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით.მაგალითად მოხერხდეს დიდი მაშტაბის მქონე კონკურსების ჩატარება და ფასიანი პრიზების გადაცემა.ასევე შესაძლებელია სკოლებში კარგი მოსწავლეებისათვის პრიზების გადაცემა.ეს ყოველივე იწვევს ბავშვში მოტივაციის ამაღლებას.  ამის შედეგად ბავშვი დაინტერესდება სწავლით და ეცდება ისწავლოს უფრო უკეთესად რათა მანაც მიიღოს დაწესებული პრიზები....
 ჩვენს მიერ განხილული პრობლემების გარდა დღესდღეობით უამრავი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი , მაგრამ იმედია თანადგომით შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას. :) :)
     გმადლობთ იმისათვის, რომ ორიოდე წუთი დაუთმეთ ახალციხეში არსებულ პრობლემებს. :)

0 comments:

Post a Comment