ახალციხეში პირველი დასახლება ეგ. ამირანის გორაზე გვხვდება ,სადაც ასევე ლომსიის სალოცავის ნარჩენებიცაა შემორჩენილი.ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა დატაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.1829 წელს როდესაც ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს,ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.
მე–19 საუკუნის 30–იან წლებში ახალციხის მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო , თურქებმა გაანადგურეს და ააოხრეს ყველაფერი, რაც რუსებმა დაინდეს. სახლებმა, რომლებიც შემორჩენილი იყო ციხე-სიმაგრის გარშემო, დიდი დაბრკოლება შეუქმნეს რუსებს, ვინაიდან იქ დაბანაკებული თურქები ცეცხლს უხსნიდნენ ალყაშემორტყმულებს. მათი გაქცევის შემდეგ, რუსები იძულებულნი გახდნენ გაეწმინდათ ეს ადგილი. მათ აიღეს ციხესიმაგრის გარშემო არსებული ყველა სახლი და ნანგრევი.
ამასთანავე ახალციხე იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. ... თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იყო მონათა ბაზარი.
ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე , სასახლე, მეჩეთი, სინაგოგა . ახალციხეშია ჯაყელების ციხესიმაგრე , წმ. მარინეს ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი.
წყარო: http://ka.wikipedia.org ; wikimedia.org
0 comments:
Post a Comment