Wednesday, 6 November 2013

        
                       ახალციხე მდებარეობს სამხრეთ საქართველოში და შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის რეგიონის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები, ხოლო მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება გოდერძის უღელტეხილით. ამდენად ახალციხის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდია ..
         ახალციხის რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. რელიეფი რთულია: გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომელთა სიმაღლეც 950 მ-იდან 2964 მ-ს შორის მერყეობს . ახალციხის რაიონის ჩრდ. ნაწილში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ეროზიული მთა – ხეობათა რელიეფია. საშუალოდ მთიანი სუსტად დანაწევრებული რელიეფია სამხრეთ და ერუშეთის სამხრეთ ნაწილში.
                    ახალციხის რაიონის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშ. ტემპ-რა 3,8 c, ხოლო აგვისტოსი 20,5 c.  მზის ნათების ხანგრძლივობა, ზომიერი ტენიანობა, მთის და ბარის შეზავებული სუფთა ჰაერი აქაურ ჰავას საკურორტო თვისებებს ანიჭებს.

წყარო: http://ka.wikipedia.org ; http://akhaltsikheblog.blogspot.com/

0 comments:

Post a Comment